აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ 25%-იანი ტარიფები დაუწესოს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ირანთან ვაჭრობს, სერიოზულ რისკს უქმნის იმ 1-წლიან სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გასული წლის ბოლოს გაფორმდა.
შეგახსენებთ, ჩინეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია და ამ გზით რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. როგორც Bloomberg-ი წერს, ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შტატების ლიდერის პეკინში დაგეგმილი ვიზიტი შეიძლება ჩაიშალოს. საუბარია ორი ქვეყნის პრეზიდენტების აპრილში ჩანიშნულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც მხარეებმა ტარიფები კიდევ უფრო დაწევაზე უნდა იმსჯელონ.
ტრამპის განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გამოეხმაურნენ. როგორც ოფიციალური პეკინი აცხადებს, ტრამპის გადაწყვეტილება სარისკო და არაპროდუქტიულია და თუ ის პოზიციას არ შეცვლის, საპასუხო ზომებს ჩინეთიც მიიღებს. ცნობისთვის, ჩინური კერძო ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები ირანულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები.




























