აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის და მისი დემოკრატი ოპონენტის, კამალა ჰარისის სატელევიზიო დებატები 10 სექტემბერს ABC-ის ეთერში შედგება, რა დროსაც კანდიდატები ერთმანეთის პირისპირ იდებატებენ.
თუმცა როგორც ტრამპი აცხადებს, მას დამატებითი დებატები 4 და 25 სექტემბერს სურს, რომელიც Fox-ის და NBC-ის ეთერებში გაიმართება.
ცნობისთვის, კამალა ჰარისი საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც რამდენიმე კვირის წინ, მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა მოხსნა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.