მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი ენტონი ფაუჩის აკრიტიკებს

5e942e88d7cf0
ნათია თაქთაქიშვილი
13.04.20 13:30
1720
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის აკრიტიკებს. მიზეზი ფაუჩის ის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, აშშ-მა შესაბამისი ზომების მიღება დააგვიანა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ბევრი ადამიანი გადარჩებოდა. ამის შესახებ New York Time-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე გააზიარა პოსტი, რომლითაც ენტონი ფაუჩის გადადგომას ითხოვენ. ტრამპმა ამ პოსტით გამოხატა, რომ „იმედგაცრუებულია“ და აღნიშნა, რომ „ჩინეთთან მიმოსვლა იმაზე დიდი ხნით ადრე აკრძალა, ვიდრე ხალხი პანდემიაზე საუბარს დაიწყებდა“.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი და ფაუჩი რიგ საკითხებზე ვერ თანხმდებიან, მათ შორის ვაქცინის შექმნის დროზე და პრეპარატ ჰიდროქსიქლორინის გამოყენების საკითხზე. აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გასცა რეკომენდაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებმა გამოიყენონ ეს პრეპარატი, რასაც ფაუჩი არ ეთანხმება, რადგან მისი ეფექტურობა COVID-19-ის წინააღმდეგ დადასტურებული არ არის.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები ექიმ ფაუჩის უფრო ენდობიან, ვიდრე - პრეზიდენტ ტრამპს.

13 აპრილის მონაცმებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 560,433 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი (ბოლო 24 სთ-ში +133), გარდაიცვალა 22,115 ადამიანი (ბოლო 24 სთ-ში +100), ხოლო გამოჯანმრთელდა 32,634 ინფიცირებული.