მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ღაზას საერთაშორისო ძალების მეთაურად გადამდგარ ამერიკელ გენერალს დანიშნავს - მედია

ნეთაინიაჰუ
BM. GE
11.12.25 21:01
353

ამერიკული და ისრაელური წყაროები იუწყებიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადამდგარ ამერიკელ გენერალს ღაზას საერთაშორისო ძალების მეთაურად დანიშნავს. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

ძალების მიზანი ღაზას სექტორში წესრიგისა და სტაბილურობის დაცვა იქნება. შეთავაზება პირდაპირ ამერიკულ ჩართულობას გულისხმობს.

ამრიგად, შეიარაღებული ძალები, რომელიც მრავალი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტს მოიცავს, ღაზაში უსაფრთხოების არქიტექტურის გამართვაზე იქნება ორიენტირებული. იგი ასევე ჰამასის შემაკავებელი იქნება.

მართალია, რომ აღნიშნულ ძალებში შემავალი სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა სხვადასხვა არაბული სახელმწიფოებიდან იქნებიან, ამერიკელი გენერლის მეთაურობა იქნება ის აუცილებელი პირობა, რითაც აღნიშნული მისია აშშ-ის შეიარაღებული ძალებისგან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები