მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ჯორჯ სოროსისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს

ბრალდება
BM. GE
28.08.25 16:34
669

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე განაცხადა, რომ ჯორჯ სოსორისა და მისი შვილის წინააღმდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის მუხლით გამოძიება ფედერალურ დონეზე უნდა დაიწყოს.

ტრამპის თქმით, მამა-შვილი სოროსები ამერიკაში გამართულ ძალადობრივ პროტესტებს მხარს უჭერდნენ. პრეზიდენტი მილიარდერების ოჯახს დაემუქრა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ორგანოები მათ ყოველ ნაბიჯს აკონტროლებენ.

ტრამპის განცხადებას ღია საზოგადოების ფონდი მალევე გამოეხმაურა და გაჟღერებულ ბრალდებას “გაუგონარი და ცრუ” უწოდა. აღსანიშნავია, რომ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის ორგანიზებულ დანაშაულში ედებათ ბრალი ჯორჯ სოროსსა და მის შვილს. პრეზიდენტის განცხადებას ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი ჯერ არ გამოხმაურებია.

ტრამპის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სოროსების ოჯახის წინააღმდეგ მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება და გამოძიების ორგანოებისთვის მოწოდების გაჟღერება პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები