მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი კანადას 100%-იანი ტარიფით ემუქრება, თუ ის ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებას დადებს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, 100%-იან ტარიფს დაუწესებს კანადას, თუ ის სავაჭრო ხელშეკრულებას დადებს ჩინეთთან. მან ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გააფრთხილა და მას გუბერნატორი უწოდა.

"თუ გუბერნატორი კარნი ფიქრობს, რომ კანადას ჩინეთისთვის შეერთებულ შტატებში საქონლისა და პროდუქტების გასაგზავნ „სადესანტო პორტად“ აქცევს, ის ძალიან ცდება. ჩინეთი ცოცხლად შეჭამს კანადას, მთლიანად გადასანსლავს მას, მათ შორის გაანადგურებს მათ ბიზნესს, სოციალურ სტრუქტურას და ზოგადად ცხოვრების წესს. თუ კანადა ჩინეთთან შეთანხმებას დადებს, მას დაუყოვნებლივ დაეკისრება 100%-იანი ტარიფი აშშ-ში შემოსულ ყველა კანადურ საქონელსა და პროდუქტზე. გმადლობთ ამ საკითხზე თქვენი ყურადღებისთვის!", - დაწერა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა კანადას გაუუქმა მიწვევა თავის „მშვიდობის საბჭოში“, რომელიც მსოფლიოში კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები