აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და საუდის არაბეთის მეფე სალმანთან კარგი სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
"განვიხილეთ საკითხები თუ როგორ მოვიქცეთ ისე რომ ინდუსტრიამ იმუშაოს იმაზე უკეთ, ვიდრე ახლა",– განაცხადა ტრამპმა.
გუშინ OPEC-ი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის გამომუშავებას მეხუთედზე მეტით შეამცირებენ და განაცხადეს, რომ ისინი შეერთებულ შტატებსა და სხვა მწარმოებლებს შეუერთდებიან, რათა ნავთობზე შემცირებული ღირებულება გაზარდონ.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ნავთობის „წარმოება იმდენად დიდია, რომ არავინ იცის, რა უყოს მას“.