შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და ეფექტური შეიარაღების გადაცემით უკრაინა რუსული რაკეტებისა და დრონებისგან თავდაცვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. აღსანიშნავია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა ომში მყოფ ქვეყანას უსასყიდლოდ არ გადაეცემა და ხარჯებს საკუთარ თავზე მთლიანად ევროკავშირი აიღებს.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა უკრაინასა და მის მომხრე ქვეყნებში. ანალიტიკოსების შეფასებით, რადგან შტატების პრეზიდენტმა პოლიტიკა შეცვალა და უკრაინას საჰაერო თავდაცვითი სისტემა მიჰყიდა, სავარაუდოდ, მალე ის მძლავრი საბრძოლო შეიარაღების გაყიდვასაც დათანხმდება.




























