უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევის მიმართ ნულოვანი მადლიერება გამოხატა, ევროპა კი რუსეთისგან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.
„ომი, რომელიც ყველასთვის წაგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატოსთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.




























