მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის ადმინისტრაცია მზის ენერგიის პროექტებისთვის დაფინანსების შეწყვეტას განიხილავს - Reuters

მზის პანელები

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმ $7-მილიარდიანი საგრანტო პროგრამის გაუქმებას განიხილავს, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლიანი ოჯახებისთვის მზის ენერგიის მიწოდებისთვის შეიქმნა - ამის შესახებ Reuters-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

მოსალოდნელია, რომ გარემოს დაცვის სააგენტო (EPA) აღნიშნულ საგრანტო პროექტებს მომდევნო კვირების განმავლობაში გააუქმებს.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ აღნიშნულზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. EPA-ს პროგრამა "მზის ენერგია ყველასთვის" 2022 წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, კლიმატის ცვლილების კანონის ფარგლებში დაფინანსდა. გრანტის მიმღებთა უმრავლესობა ის ორგანიზაციები არიან, რომლებიც სპეციალურ პროგრამებზე მუშაობენ და სხვადასხვა თემს და დასახლებას მზის პანელებით ამარაგებენ.

ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზისა და ქარის ენერგიის პროექტებს მხარს აღარ დაუჭერდა, რადგან ენერგიის ეს წყარო ძვირი და არასაიმედოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები