ამერიკის არჩევნებში ტრამპის გამარჯვების ფონზე, ბირჟაზე ბიტკოინის ფასი რეკორდულად გაიზარდა და ერთი მონეტის ღირებულებამ 80 002 დოლარს მიაღწია, რაც კრიპტოაქტივის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია.
ბოლო მონაცემებით, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ 510 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო კრიპტოინდუსტრიის საერთო შეფასება 2 ტრილიონ 510 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.
ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ზრდა, დონალდ ტრამპის დაპირებებს უკავშირდება, რომ გამარტივდება რეგულაციები ციფრული ვალუტისთვის.
ტრამპი განიხილებოდა, როგორც პრო-კრიპტო კანდიდატი დემოკრატიული პარტიის კანდიდატთან კამალა ჰარისთან ბრძოლაში.
რესპუბლიკელი პრეზიდენტი თეთრ სახლს რადიკალურად შეცვლილი პოზიციით უბრუნდება, რადგან მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ტრამპმა კრიპტოვალუტებს თაღლითობა უწოდა.
ახლა კი, ტრამპს აქვს დაპირება, რომ შეერთებულ შტატებს „ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად“ გადააქცევს.