მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის ოჯახმა კრიპტოთი $2.3 მილიარდი იშოვა, ინვესტორებმა კი ზუსტად ამდენი დაკარგეს

ტრამპი კრიპტო

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოჯახის წევრებმა ოთხი კრიპტო პროექტიდან, საკუთარი კაპიტალის მინიმალური ინვესტირების გარეშე, დაახლოებით $2.3 მილიარდის შემოსავალი მიიღეს.

Reuters-ის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ამავე პროექტებში გარე ინვესტორების ზარალმა თითქმის იდენტური $2.3 მილიარდი შეადგინა. ეს კოლოსალური ფინანსური დანაკარგები ერთ მილიონზე მეტმა მყიდველმა გადაინაწილა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ოჯახის კრიპტო შემოსავლებმა იმავე პერიოდში კომპანია Coinbase-ის მიერ მიღებულ $2.1 მილიარდის მოგებას და სხვა მსხვილი კრიპტობირჟების თუ კომპანიების შემოსავლებსაც გადააჭარბა.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ოჯახის მიერ მიღებული სარგებელი შესაძლოა უფრო მაღალიც იყოს, რადგან დეკლარაციებიდან 3 მილიარდი ტოკენი გაქრა, რომელიც, სავარაუდოდ, ფარულად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ოჯახის მოგება პირდაპირ დგას პროექტის ინვესტორების ზარალზე. მარტივად რომ ვთქვათ, მილიონამდე ინვესტორმა ტრამპს ფული თავისი ნებით გადასცა და პრეზიდენტმა ამ გზით მიღებული მოგება დეკლარაციაში ჩაწერა. ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ მან აშშ გლობალურ კრიპტო დედაქალაქად აქცია, ამიტომ მის მიერ ამ გზით ფინანსური სარგებლის მიღება დამსახურებული და სამართლიანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები