მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპის თქმით, ამერიკული საფონდო ბირჟა გაორმაგდება – რამდენად რეალისტურია ეს?

ზრდა

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული კლება არაფერია და საკმაოდ მოკლე დროში ამერიკული საფონდო ბირჟა არათუ უბრალოდ გაიზრდება, არამედ გაორმაგდება.

პრეზიდენტის თქმით, Dow Jones-ის ინდექსი მალე 50,000-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს და ამის შემდეგ ის 100%-იან ზრდასაც დააფიქსირებს, თუმცა კონკრეტული ვადები მას წინასწარ არ განუსაზღვრავს.

თუკი საშუალო ზრდის დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში Dow Jones-ის ინდექსი წლიურად საშუალოდ 12%-ით, S&P 500 თითქმის 15%-ით, ხოლო Nasdaq-ის ინდექსი დაახლოებით 17%-ით იზრდებოდა.

თუკი ზრდის ისტორიული დინამიკა შენარჩუნება, მაშინ ამერიკული საფონდო ბირჟა დაახლოებით 4.5 – 5 წელიწადში გაორმაგდება, მაგრამ შეიძლება ტრამპს გათვლა უფრო სწრაფი ზრდის დინამიკაზე ჰქონდეს, რომელმაც წლიურ 20%-ს უნდა გადააჭარბოს.

ცნობისთვის, გასულ 2025 წელს Nasdaq-ის ტექნოლოგიურმა ინდექსმა წელი 21%-იანი ზრდით დახურა, ხოლო 2024 წელს, დივიდენდების ჩათვლით, მისი ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღწევდა, ამიტომ ტრამპის ეს განცხადება საკმაოდ რეალისტურად შეიძლება ჩაითვალოს, თუკი, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ვითარება ბიზნესისათვის ხელსაყრელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები