მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თქმით, არ სჯერა, რომ ზელენსკის „დიქტატორს" უწოდებდა - "ეგ მე ვთქვი? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი"

ტრამპი და ზელენსკი

არ მჯერა, რომ ზელენსკის დიქტატორს დავუძახებდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“მე ვთქვი ეგ? არ მჯერა, რომ ამას ვიტყოდი”, - თქვა ტრამპმა.

ცნობისთვის, ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში უწოდა — „რომელიც არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს" — და თქვა, რომ მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან მალე „ქვეყანა აღარ დარჩება”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები