მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება - CNN

სს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. როგორც CNN წერს, უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იკამათეს.

შემდეგ დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მას შეუძლია აშშ-ში დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები