მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თქმით, სათანადო ტრანზიციამდე, ვენესუელას აშშ მართავს

ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ვენესუელას მანამ „მართავს, სანამ ხელისუფლების უსაფრთხო, სათანადო და გონივრული გადაცემა“ არ მოხდება. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტრამპმა ამერიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადა „გამაოგნებელი სიჩქარის, ძალის, სიზუსტისა და კომპეტენციისთვის“.

მისივე თქმით, აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ვენესუელაზე მეორე, „გაცილებით მასშტაბური“ თავდასხმა განახორციელოს.

„ვენესუელელი ხალხი კვლავ თავისუფალია“, - თქვა ტრამპმა.

ამასთან, ცოტა ხსნის წინ ტრამპმა დაკავებული მადუროს ფოტო გამოაქვეყნა.

ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს აშშ-ში ბრალი უკვე წაუყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს განაცხადა, რომ შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო. ტრამპის განცხადებას წინ ვენესუელას დედაქალაქ კარაკასსა და სხვა ქალაქებში ძლიერი დარტყმები უძღოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები