მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა აშშ-ის UNESCO-ს წევრობის მიზანშეწონილობის გადახედვა მოითხოვა

unesco

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებითაც შეერთებული შტატები გაეროს ორი სააგენტოდან: ადამიანის უფლებათა საბჭოდან და პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოდან - გამოიყვანა. ამასთან, ტრამპის ბრძანებით, უნდა გადაიხედოს აშშ-ის წევრობა გაეროს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურულ ორგანიზაცია UNESCO-შიც.

“ყოველთვის მეგონა, რომ გაეროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამჟამად ის ამ პოტენციალისკენ არ მიიწევს. დიდი ხანია, ასეა. მასზე დიდ იმედს ამყარებენ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, [სააგენტო] არც თუ ისე კარგად იმართება”, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განცხადებით, გაეროს ორგანიზაციების დატოვება ანტიამერიკული მიკერძოებების წინააღმდეგ გაბრძოლება იყო, თუმცა ნიშანდობლივია, რომ ბრძანებას ხელი ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში მოაწერა.

ისრაელი და აშშ UNESCO-ს 2019 წელს არასამართლიან მოპყრობაში ადანაშაულებდნენ. მაშინ ორივე ქვეყანამ ორგანიზაცია დატოვა, ისრაელი კი UNESCO-ს ებრაული ისტორიის წაშლის ბრალდებით აკრიტიკებდა.

ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ფარგლებში, პრეზიდენტმა გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს დაფინანსება შეუწყვიტა, რომელიც 2024 წლის იანვარში ჯო ბაიდენმა აღადგინა. ამასთან, გასულ კვირას ისრაელში ამოქმედდა კანონი, რომელიც ქვეყნის ფარგლებში გაეროს სააგენტოს ოპერირებას კრძალავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები