მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა სამხრეთ კორეასა და იაპონიას ახალი ტარიფები დაუწესა

აშშ
BM. GE
09.07.25 20:10
276

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორ უახლოეს აზიურ მოკავშირეს დროებითი 25%-იანი ტარიფები დაუწესა. პარალელურად, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერებს სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობის დროულად დასრულებისკენ მოუწოდა. სხვა შემთხვევაში კი დაიმუქრა, რომ ახალ დაწესებულ დროებით ტარიფებს 1-ელი აგვისტოდან მუდმივმოქმედად აქცევს.

როგორც ცნობილია, ტრამპის მიერ მიზანში ამოღებული ეს ორი ქვეყანა შტატებში ავტომობილებისა და ნახევარგამტარების გაყიდვით მნიშვნელოვან მოგებას ნახულობს. სავარაუდოდ, ამერიკის პრეზიდენტს ამ სარგებლის ზეწოლის მექანიზმად ქცევა სურს. მას უპირატეს მდგომარეობაში ისიც აყენებს, რომ სამხრეთ კორეისა და იაპონიის ეკონომიკები ბოლო პერიოდში გაცილებით ნელა იზრდებიან. ამერიკულ მხარესთან პრობლემების შექმნა კი ახლა მათ ნამდვილად არ უნდა აწყობდეთ.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს ასეთი კრიტიკული მიდგომა მხოლოდ აზიელი პარტნიორების მიმართ არ გამოუჩენია. შტატების პრეზიდენტი ტარიფები დაწესებით 12 ქვეყანას, მათ შორის, BRICS-ის არაერთ წევრ სახელმწიფოს დაემუქრა,

ანალიტიკოსების ნაწილი შიშობს, რომ მოკავშირე და მოწინააღმდეგე ქვეყნებისადმი მსგავსი განურჩეველი მიდგომა აზიაში შტატების ინტერესებს აზიანებს. ამასთან, მსგავსი კრიტიკულობა აჩენს სამხრეთ კორეისა და იაპონიის მიერ ალტერნატიულ ბაზრებზე გადასვლის, დივერსიფიკაციის საფრთხეს. ისინი საუბრობენ მიწოდების ჯაჭვის მოშლის ალბათობაზეც.

უცნობია, რამდენად იმოქმედებს ტრამპის დროებითი ტარიფები აზიელ პარტნიორებზე, თუმცა თუ სავაჭრო ხელშეკრულება არ გაფორმდა, 1-ელი აგვისტოდან სამხრეთ კორეაც და იაპონიაც არახელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები