მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპს 50-წლიანი იპოთეკური სესხის შემოღება სურს

ტრამპი

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აშშ-ის მასშტაბით საბანკო რეგულაციების შეცვლა და 50-წლიანი იპოთეკური სესხის შემოღება სურს.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, იპოთეკური სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წელიწადს შეადგენს, რაც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საკრედიტო პროდუქტს წარმოადგენს.

ტრამპის განცხადებით, უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა იმდენად შეზღუდულია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის სახლის შესაძენად ერთადერთი გზა იპოთეკური სესხის გახანგრძლივებაა, რასაც ის ისახავს მიზნად.

უნდა აღინიშნოს, რომ 50-წლიანი იპოთეკა 30-წლიანთან შედარებით გაცილებით მაღალპროცენტიანი იქნება, რაც, ერთი შეხედვით, საბანკო სექტორისათვის სასიხარულოა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 50-წლიან კრედიტს გაცილებით მაღალი რისკი ახლავს თან და თანაც მის ბოლომდე გასტუმრებას შეიძლება ორი ან სამი თაობა დასჭირდეს, მაშინ მივხვდებით, რომ ის დიდად საინტერესო არც ბანკებისათვის არ არის.

ექსპერტების შეფასებით, 50-წლიანი იპოთეკის შემოღებით უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა არსებითად არ შეიცვლება და ის ყოველთვიურ გადასახადს მაქსიმუმ 10%-ით შეამცირებს, რაც დამატებით 20-წლიან წნეხად არ ღირს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამჟამად აშშ-ში მედიანური სახლის ფასი 415,000 დოლარს შეადგენს, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები