მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი სერვისები დაწესდა - დადგენილება

ფფ

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი სერვისები დაწესდა. საკრებულოს შესაბამისი დადგენილება უკვე გამოქვეყნდა. ცვლილება 2023 წლის 20 ოქტომბრის დადგენილებაში შევიდა, რომლის მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ურბანულ ნაწილში, დაჩქარებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის მიხედვით, ფასიანი სერვისები შემდეგნაირად განისაზღვრა:

საგზაო მოძრაობის ორგანიზების მუდმივი ან მუდმივი და დროებითი სქემების შეთანხმება:

ა) 3 დღეში – 1000 ლარი;

ბ) 10 დღეში – 500 ლარი;

გ) ერთ თვეში – უფასო.

საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემის შეთანხმება:

ა) 12 საათამდე ვადით:

ა.ა) ერთ დღეში – 300 ლარი;

ა.ბ) 5 დღეში – 150 ლარი;

ა.გ) 10 დღეში – 100 ლარი;

ა.დ) ერთ თვეში – უფასო;

ერთი კვირით (7 კალენდარული დღით):

ბ.ა) ერთ დღეში – 500 ლარი;

ბ.ბ) 5 დღეში – 300 ლარი;

ბ.გ) 10 დღეში – 150 ლარი;

ბ.დ) ერთ თვეში – უფასო;

გ) ერთ კვირაზე (7 კალენდარულ დღეზე) მეტი ვადით:

გ.ა) ერთ დღეში – 700 ლარი;

გ.ბ) 5 დღეში – 500 ლარი;

გ.გ) 10 დღეში – 300 ლარი;

გ.დ) ერთ თვეში – უფასო.“;

ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4​1-4​4 პუნქტები:

განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების განხილვა:

ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე:

ა.ა)10 დღეში – 5000 ლარი;

ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი;

ა.გ) 3 თვეში – უფასო;

ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით:

ბ.ა) 10 დღეში – 10000 ლარი;

ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი;

ბ.გ) 3 თვეში – უფასო;

გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე:

გ.ა) 10 დღეში – 20000 ლარი;

გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი;

გ.გ) 3 თვეში – უფასო.

განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების კორექტირებული პროექტის განხილვა:

ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე:

ა.ა)10 დღეში – 5000 ლარი;

ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი;

ა.გ) 3 თვეში – უფასო;

ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით:

ბ.ა) 10 დღეში – 10000 ლარი;

ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი;

ბ.გ) 3 თვეში – უფასო;

გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე:

გ.ა) 10 დღეში – 20000 ლარი;

გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი;

გ.გ) 3 თვეში – უფასო.

განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა:

ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე:

ა.ა) 10 დღეში – 7500 ლარი;

ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი;

ა.გ) 3 თვეში – უფასო;

ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით:

ბ.ა) 10 დღეში – 15000 ლარი;

ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი;

ბ.გ) 3 თვეში – უფასო;

გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე:

გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი;

გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი;

გ.გ) 3 თვეში – უფასო.

განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვა:

ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე:

ა.ა) 10 დღეში – 7500 ლარი;

ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი;

ა.გ) 3 თვეში – უფასო;

ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით:

ბ.ა) 10 დღეში – 15000 ლარი;

ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი;

ბ.გ) 3 თვეში – უფასო;

გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე:

გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი;

გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი;

გ.გ) 3 თვეში – უფასო;“;

გ) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დადგენილების მიხედვით, ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან არ დაუბრუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები