მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ტრანსპორტით ან ფეხით გადაადგილების შეზღუდვა არ იგეგმება... ლოქდაუნი არ იქნება“ - გახარია

5fead8f534f93
ინგა მურუსიძე
29.12.20 11:20
1645
მივყვებით გეგმას, არაფერი იცვლება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქვეყანაში 3 იანვრიდან სრული ლოქდაუნი გამოცხადდეს.

„არაფერი იცვლება, არ იქნება არანაირი სრული ლოქდაუნი, არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით, ან ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, მათ შორის არც გადაადგილების. სრული ლოქდაუნის საჭიროება ქვეყანაში არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციისთვის, ის ეკონომიკრი აქტივობა, რაც 24 დეკემბრიდან არის დაშვებული 3 იანვარს კვლავ იზღუდება. მთავრობას შეზღუდვების გეგმა უკვე გაცხადებული აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები