მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანზიტის სანაცვლოდ, მთავრობა 1.4 მლრდ მ³ გაზის მიღებას პროგნოზირებს

63b424d1eebce
მარიამ ვარადაშვილი
03.01.23 17:07
955
ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დაამტკიცა. მთავრობის პროგნოზით, წელს გაზის მიწოდება 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

აქედან დაახლოებით 2.8 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელს ოფციური/დამატებითი გაზის მოცულობა 1.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ასევე 200 მლნ კუბურ მეტრამდე იზრდება რუსეთიდან მიღებული გაზის მაჩვენებელიც.



დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის ძალაშია ორი კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის ბუნებრივი აირი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზზე მოთხოვნას, მთავრობის პროგნოზით წელს, გაზზე მოთხოვნა 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. აქედან 650 მლნ კუბურ მეტრს თბოელექტროსადგურები მოიხმარენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები