მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს მიერ მიღებული გაზის მოცულობა 1.8-ჯერ გაიზარდა

გაზსადენი

2020 წლის შემდეგ, ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს მიერ მიღებული გაზის მოცულობა 1.8-ჯერ გაიზარდა.

ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ დამატებითი და ოფციური გაზის სახით ჯამში 873 804 000 კუბ. მეტრი ბუნებრივი აირი მიიღო. 2026 წლის საპროგნოზო მოცულობა 1 645 623 000 კუბ. მეტრი იქნება. აქედან 1 167 398 000 კუბური მეტრი ე.წ. “ოფციური გაზია”, რომლის მოცულობაც საქართველოს დერეფანში გამავალ აზერბაიჯანული გაზის მოცულობაზეა დამოკიდებული.

2066 წლამდე გაფორმებული კონტრაქტით, საქართველოს შესაძლებლობა აქვს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის დატვირთვასთან ერთად, ე.წ “ოფციური” გაზის წილი კვლავ გაიზრდება.

რაც შეეხება დამატებით გაზს, მისი მოცულობა 2026 წლის ბალანსის მიხედვით, 478 225 000 კუბ. მეტრი იქნება. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაში 2026 წლის ბოლომდეა და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეღავათიან ფასად იღებს. გარდა ამისა, საქართველო ყოველწლიურად გაზს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ისგან დაახლოებით 1,3 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით ყიდულობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები