მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება იქნება თუ ფაკულტეტების ასე ჭრა-კერვა, ერთი აზროვნების პროდუქტია - ლევან გორდეზიანი

 ლევან გორდეზიანი

"ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება იქნება, პირბადის აკრძალვა, თუ ფაკულტეტების ასე ჭრა-კერვა, რაც ვნახეთ, ერთი აზროვნების პროდუქტია",- ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა ლევან გორდეზიანმა "ოცნების" უმაღლესი განათლების რეფორმაზე საუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც დებატები მიმდინარეობს.

ლევან გორდეზიანის თქმით, უმაღლესი განათლების კონცეფციის ავტორებისთვის ხელისუფალი გაიგივებულია ქვეყანასთან, მისი ახირება - სახელმწიფო ინტერესთან, ქვეყანაში არსებული სიკეთე კი აღქმულია საკუთარ ქონებად.

"ამ მიდგომიდან გამომდინარე არის ეს რეფორმა წარმოდგენილი ისევე, როგორც სხვა რეფორმები. კონცეფცია გვთავაზობს, რომ ახალგაზრდა იქნება თუ პროფესორი, არის მათი აქტივი, რომელიც ისე უნდა გამოიყენონ, როგორც ჩათვლიან საჭიროდ. თუ თბილისში ეზედმეტებათ რაღაც რაოდენობა, შეიძლება ცხვარივით გადარეკონ სადღაც სხვაგან. როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა, ცხადია, რომ არ ყოფილა დეტალებზე საუბარი, მოცემულობად მივიღეთ, რომ ასეთი კონცეფცია მზადდება, ვნახეთ ბევრი დეტალი იყო დაუმუშავებელი, დღეგამოშვებით შედის ცვლილებები, ჩქარი ტაშით, სამი მოსმენით. ჩემს თვალში, ტროტუარზე დგომისთვის დაპატიმრება იქნება, პირბადი აკრძალვა, თუ ფაკულტეტების ასე ჭრა-კერვა, რაც ვნახეთ, ერთი აზროვნების პროდუქტია",- ამბობს ლევან გორდეზიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები