მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წალენჯიხაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა - მერია განცხადებას ავრცელებს

სს

ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ წალენჯიხის რამდენიმე უბანში საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაიტბორა და შიდა საუბნო გზები ჩამოირეცხა - ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ასევე, სტიქიამ ზიანი მიაყენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შიდა საუბნო გზებს.

„მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურები და მერის წარმომადგენლები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები