მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 35 000 ტონა ყურძნის შესყიდვა დავაფინანსეთ - "თიბისი"

ყურძენი ვენახი

"წელს 35 000 ტონა ყურძნის შესყიდვა დავაფინანსეთ" - ამის შესახებ BMG-სთან „თიბისის“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილემ, გიორგი დარჩიაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ეს თანხობრივად 45 მილიონი ლარია. 

"წელს ჩვენ 35 000 ტონა ყურძნის შესყიდვა დავაფინანსეთ, რაც თანხებში 45 მილიონი ლარია, ეს წლიდან წლამდე მზარდი ციფრებია. გვიხარია, რომ პარტნიორი მეღვინეები იზრდებიან, ზრდიან წარმადობას და ხარისხს. იზრდება მათი საექსპორტო ბაზრების ჩამონათვალიც. ჩვენი პარტნიორი მეღვინეების პროდუქტი 50-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. 

"თიბისისთვის" მნიშვნელოვანია მეღვინეებს წარმადობის ზრდაში შევუწყოთ ხელი. ამაში მოიაზრება ტექნოლოგიური გადაიარაღება, ცისტერნების დამატება, ამ მიმართულებითაც დიდი ინვესტიციები განვახორციელეთ" - ამბობს გიორგი დარჩიაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები