მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, „ბიოგრაფი ლივინგი“ რამდენიმე ახალ პროექტს დაიწყებს - სოსო ფხაკაძე

საკენი

„ვისოლ ჯგუფში“ შემავალი დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ წელს რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებას ჩაუყრის საფუძველს.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, მაგრამ კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

„ბიოგრაფი ლივინგი“ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე შარშან გამოჩნდა ორი მრავალფუნქციური პროექტით - „საკენი“, რომელიც ვაჟა ფშაველას გამზირზე შენდება და „მატიანი“, რომლის მშენებლობა ასევე, თბილისში, წერეთლის გამზირზე ხორციელდება.

„ვისოლ ჯგუფი“, დიდი ხანია, დაკავებულია უძრავი ქონების დეველოპმენტით - სავაჭრო ცენტრებს ვაშენებდით; შარშან კი გადავწყვიტეთ, რომ საცხოვრებელი ბინების დეველოპერულ სექტორშიც შევსულიყავით. გვახარებს ის, რომ იმაზე უფრო წარმატებით წავიდა საქმე, ვიდრე ველოდით. „ბიოგრაფი ლივინგი“ მალე გაიცნო საზოგადოებამ, რასაც ასევე ხელი შეუწყო „ვისოლ ჯგუფის“ რეპუტაციამ, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა.

2024 წელს რამდენიმე ახალ პროექტსაც ჩავუყრით საფუძველს, რომელზედაც უკვე ვმუშაობთ და ამ ახალ პროექტებს პერიოდულად გავაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ორი აქტიური პროექტი გვაქვს, ამ პროექტებში ბინების რეალიზაცია სწრაფი ტემპებით წარიმართა და საცხოვრებელი ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია.

ბიზნესის წარმოებისას ჩვენი ჯგუფისთვის ყველაზე მთავარია, რომ ბრენდმა დანაპირები შეასრულოს - ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მაღალი ხარისხის მქონე საცხოვრებელ კომპლექსებს ვაშენებთ მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურით, ჩვენ ამ დანაპირებით ვხელმძღვანელობთ ყოველდღიურ საქმიანობაში და შესაბამისად პასუხისმგებლები ვართ ბრენდის დანაპირების შესრულებაზე“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

„წერტილთან“ ინტერვიუში ბიზნესმენმა უძრავი ქონების ფასებზეც ისაუბრა. „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი წელს უძრავი ქონების გაიაფებას არ ელის.

„სიღრმისეულად ვაანალიზებთ იმ ანალიტიკურ მასალას, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერულ სექტორზე ქვეყნდება და ასევე, ჩვენც ვაკეთებთ საკუთარ კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორ წელიწადში უძრავი ქონება გაძვირდა, მაინც ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ თუ ცენტრალური ევროპის ქვეყნებში ანალოგიურ მაჩვენებლებს, მათ შორის სიმდიდრით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანაში არსებულ უძრავი ქონების ფასებს. ამ და სხვა ფაქტორების გამო, მაღალი ალბათობით ველოდებით, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მოიმატებს, რასაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მოკლედ, უძრავი ქონების ბაზართან დაკავშირებით მოლოდინები დადებითი და პოზიტიურია. უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბებული მაკროეკონომიკური ჩარჩოს ფონზე, პოზიტიური მოლოდინებია ასევე ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში “, - თქვა სოსო ფხაკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები