საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების გაძვირების ფონზე, მიმდინარე წელს ბიტკოინ მილიონერების რაოდენობა გასამმაგდა.
BitInfo-ს ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ამჟამად 82,000-მდე აქტიური საფულე ფიქსირდება, რომელზეც მილიონ დოლარზე უფრო მეტის ღირებულების ბიტკოინი ირიცხება. ეს მაჩვენებელი კი ზუსტად 3-ჯერ მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.
ბიტკოინის გაძვირების გარდა, ანალიტიკოსები კიდევ ერთ საინტერესო გარემოებას გამოყოფენ, როგორც ჩანს, 2022 წლის განმავლობაში კრიპტო მილიონერები კიდევ უფრო მეტ ბიტკოინს ყიდულობდნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი პორტფელის მოცულობის გაზრდას ცდილობდნენ.