მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ბიტკოინის ფასი მინიმუმ 80,000 დოლარს მიაღწევს – BINANCE-ის დირექტორი

რიჩარდ ტენგი

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის გენერალური დირექტორის, რიჩარდ ტენგის განცხადებით, მიმდინარე 2024 წელს ბიტკოინის ფასი მინიმუმ 80,000 დოლარს მიაღწევს.

ტენგის განმარტებით, ბიტკოინის გაძვირება მასზე გაზრდილი მოთხოვნით და ჰალვინგის შედეგად შემცირებული მიწოდებითაა განპირობებული. მისი შეფასებით, მოთხოვნას უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენა განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეს ბიტკოინმა უკვე მიაღწია 73,000-დოლარიან ნიშნულს, რაც კრიპტოაქტივების არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებელია.

Binance-ის დირექტორის პროგნოზზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ზედმეტად კონსერვატიულია, რადგან ინდუსტრიის სხვა ექსპერტები ბიტკოინის ფასის მინიმუმ 100,000 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები