წელს, მომხმარებლების რაოდენობა 150%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ BM.GE-ს Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა, მარიშა გოგოლაურმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო 2 თვეა ახალი სერვისი „ექსტრა ექსპრესი“ გაააქტიურა, რომლის ფარგლებშიც 6 კატეგორიის პროდუქტები გამოძახებიდან 35-50 წუთამდე შუალედში მომხმარებელთან მიაქვთ.
„თავდაპირველად, „ექსტრა ექსპრესი“ აპლიკაცია „მოიტანე“ იყო, რომელიც Extra.ge-მ იყიდა და მინდა აღვნიშნო, რომ პროექტს ძალიან კარგი შედეგები აქვს.
თბილისში და თბილისის შემოგარენში, მომხმარებელი 6 კატეგორიიდან ნებისმიერი კილოგრამის პროდუქციას სახლის კარამდე გამოწერიდან 35-50 წუთში იღებს. ეს იქნება ცხოველის მოვლა, თავის მოვლა და ა.შ. ,“- აცხადებს გოგოლაური.
მისივე ცნობით, მიმდინარე წელს, „ექსტრა ექსპრესის“ კიდევ უფრო განვითარება და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაა.
აღსანიშნავია, რომ Etra.ge-ზე 150 000-მდე პროდუქტია წარმოდგენილი.