მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ოქროს ფასი უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ბიტკოინის

ბიტკოინი

მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გამორჩეული საბაზრო დინამიკა ოქროს აქვს, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე 27.5%-ით არის გაძვირებული, რაც გლობალურ საინვესტიციო აქტივებს შორის დაფიქსირებული ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

ამჟამად უნცია მეტალის ფასი 3,345 დოლარს შეადგენს, თუმცა აპრილში მისი ღირებულება რეკორდულ 3,500 დოლარს აღწევდა.

შედარებისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 18%-ით არის გაზრდილი, ანუ წლის პირველ 6 თვეში ოქროს კრიპტოვალუტაზე გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, რაც გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ 1-წლიან პერიოდში ვითარება განსხვავებულია, რადგან ბიტკოინი 92%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო ოქროს 42%-იანი მატება აქვს, ანუ შედარებით გრძელ ვადაში უკეთეს შედეგს ციფრული აქტივი აფიქსირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები