მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს რუსეთის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება - მთავრობამ პროგნოზი გააუმჯობესა

პუტინი

რუსეთის მთავრობის პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები ადგილობრივი წარმოების გააქტიურებით და ახალი სავაჭრო კავშირების დამყარებით იქნება განპირობებული.

გარდა ამისა, იზრდება სამუშაო ძალის ჩართულების და ხელფასების ზრდის პროგნოზებიც. ამ ყველაფრის ფონზე, მთავრობა ვარაუდობს, რომ წლიური საშუალო ინფლაცია 5.3%-ის ფარგლებში იქნება.

შედარებისთვის გეტყვით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია მთავრობის მოლოდინზე.

ცნობისთვის, გასულ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა, რაც IMF-ისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებთან შედარებით გაცილებით უკეთესი შედეგი იყო. მიმდინარე ფასებში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები