2024 წლის იანვარ-მაისში კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებების იმპორტი 19.3%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, წელს საქართველომ პროდუქციის იმპორტში 34 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 31.1 მლნ აშშ დოლარი.
სტატისტიკის სამსახურის მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად საშუალებების TOP-10 იმპორტიორი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:
- სს გეფა ( ჯპს, ფარმადეპო, ბოდი შოპი);
- შპს Fashion Retail Georgia;
- შპს ავერსი-ფარმა;
- შპს აკადემი გრუპი ( ჯო მალოუნი ლონდონი,მაკი);
- შპს აპტოს (აპტოს შოპი);
- შპს გეა (ფარმაგიდი);
- შპს ივერია ფრანსი (ლუტეცია);
- შპს პრესტიჟი (ისი პარი);
- პსპ ფარმა;
- შპს ჯი დი სი სი.
კომპანიებს საქსტატი რეიტინგის მიხედვით არ ალაგებს.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც 5 თვეში საქართველომ კოსმეტიკა იყიდა:
- საფრანგეთი - $8.8 მლნ; (ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 50%%)
- ბელგია - $2.9 მლნ; (ზრდა 105.3%)
- აშშ - $2.73 მლნ; (კლება 24.5%)
- პოლონეთი - $2.7 მლნ; (ზრდა 1.4%)
- სამხრეთ კორეა - $1.9 მლნ; (კლება 30.1%)
- გერმანია - $1.8 მლნ; ( კლება 29.4%)
- იტალია - $1.8 მლნ (ზრდა 51.3%)
- რუსეთი - $1.7 მლნ; (კლება 42.5%)
- თურქეთი - $1.7 მლნ; (ზრდა 0.3%)
- ესპანეთი - $1.3 მლნ; (ზრდა 99.8%)
იმპორტის დინამიკა ყოველწლიურად მზარდია. იანვარ-მაისის საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალება საქართველოში წელს შემოვიდა.
პრემიერის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა მოამზადებს და უახლოეს პერიოდში წარადგენს კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირების შესახებ კანონპროექტს. კონკრეტულად რას შეეხება რეგულირება, ადგილობრივ წარმოებას, თუ იმპორტს, ანგარიშში არ წერია და მცდელობის მიუხედავად BM.GE-ის არც სამინისტროში განუმარტეს.