წელს, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ქათმის კვერცხის იმპორტი არ განხორციელებულა. საუბარია არაინკუბირებისთვის განკუთვნილ შინაური ქათმის ახალ კვერცხზე, რომელიც საკვებად გამოიყენება. მისი იმპორტი 2024 წლის განმავლობაში ჯამში 836 550 აშშ დოლარის ღირებულების 18 406 ცალი კვერცხი იყო. 2023 წელს უფრო მეტი - 1,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 39 697 ცალი შინაური ქათმის ახალი კვერცხი შემოვიტანეთ. ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა თურქეთია.
რაც შეეხება ინკუბირებისთვის განკუთვნილ ქათმის კვერცხის იმპორტს, 2025 წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 559 060 აშშ დოლარის 1 769 ცალი კვერცხი შემოიტანა. აღნიშნული სტატისტიკა ცოტათი ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, როცა ქვეყანაში 961 840 აშშ დოლარის 3 238 ცალი ინკუბირებისთვის განკუთვნილი შინაური ქათმის კვერცხი შემოვიტანეთ. ამ შემთხვევაშიც ერთადერთი საიმპორტო ქვეყანა წელს თურქეთია. გასულ წელს კი ანალოგიურ პერიოდში ინკუბირებისთვის კვერცხი ჩეხეთიდანაც შემოვიტანეთ, მცირე რაოდენობით კი საფრანგეთიდან.
წელს არც ექსპორტის მაჩვენებლები გვაქვს შინაური ქათმის საკვებად განკუთვნილი კვერცხის შემთხვევაში. ინკუბირებისთვის განკუთვნილი შინაური ქათმის კვერცხის ადგილობრივმა ექსპორტმა კი წელს, პირველ ორ თვეში 710 640 აშშ დოლარის 2 050 ცალი შეადგინა. ეს მონაცემი მცირედით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, როდესაც ქვეყნიდან 836 580 აშშ დოლარის 2 369 ცალი კვერცხი შეადგინა.