საქართველოდან უცხოეთში ფრენა 34%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 34%-ით არის გაზრდილი.
ეს ნიშნავს, რომ თუკი ბილეთის ღირებულება გასულ წელს შეადგენდა $200-ს, ამჟამად ის 268 დოლარი ღირს.
ფასების 33%-იანი ზრდით ავიაბილეთები top-10 ყველაზე გაძვირებულ მომსახურებას შორის მოხვდა.