საქართველოდან უცხოეთში ფრენა 32%-ით გაძვირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 2024 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო ფრენის ღირებულება 32%-ით არის გაზრდილი.
ეს ნიშნავს, რომ თუკი ბილეთის ღირებულება გასულ წელს შეადგენდა $200-ს, ამჟამად ის 264 დოლარი ღირს.
ფასების 32%-იანი ზრდით ავიაბილეთები top-10 ყველაზე გაძვირებულ მომსახურებას შორის მოხვდა.