მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს უძრავ ქონებაზე ფასების 3-5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი - "მონოლით ჯგუფი"

საქსტატი

დეველოპერული კომპანიების ნაწილი ელის, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში უძრავ ქონებაზე ფასები 3-5%-ის ფარგლებში გაიზრდება.

როგორც BMG-ის „მონოლით ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, თორნიკე მაისურაძემ განუცხადა, მოსალოდნელია, რომ საცხოვრებელი ბინები მცირედით მომდევნო თვეებში გაძვირდება.

თორნიკე მაისურაძე უძრავი ქონების სექტორში ფასებზე მოქმედ ძირითად ფაქტორებად სამშენებლო მასალებზე ფასების ცვალებადობას და ბაზარზე არსებულ მოთხოვნას ასახელებს.

მისივე თქმით, დეველოპერულ ბაზარზე მიგრაციის ეფექტი უკვე ამოიწურა და ამ მიმართულებით ფასებზე ზეწოლა აღარაა მოსალოდნელი.

„უძრავ ქონებაზე წელს ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ ველოდებით, ბუნებრივი ზრდა იქნება 3-5 %-ის ფარგლებში. გაზაფხულიდან, ალბათ აპრილიდან დაიწყებს უძრავი ქონება გაძვირებას და ველოდებით, რომ წლის განმავლობაში სწორედ ამ ფარგლებში დაკორექტირდება ფასები. ეს რაიმე კონკრეტულ ფაქტორებს არ უკავშირდება და განპირობებულია ისეთი ბუნებრივი მიზეზებით, როგორიცაა ბაზარზე მოთხოვნა, სამშენებლო მასალებზე ფასების ცვალებადობა და შრომის ბაზარზე კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი.

უძრავ ქონებაზე მიგრაციის ეფექტი უკვე ამოიწურა და დასტაბილურდა. მიგრანტების შემოდინება უძრავი ქონების ბაზრისთვის გარკვეულწილად წამახალისებელი იყო, თუმცა ამას გადატრიალება არ მოუხდენია. წელს ამ მიმართულებით ბაზარზე გავლენას აღარ ველოდებით“, - განაცხადა თორნიკე მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები