მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, Uplift Media რეგიონში გაფართოებას გეგმავს - რა სერვისს სთავაზობს კომპანია მომხმარებლებს?

ლიფტები

ლიფტის ციფრული მონიტორების იმპორტიორი კომპანია Up Lift Media წელს, საქართველოს მასშტაბით რეგიონში გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, შოთა გუბელაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კომპანია ბაზარზე 2023 წლის მიწურულიდან ოპერირებს და თბილისის მასშტაბით მაღალსართულიანი კორპუსების ლიფტებში საინფორმაციო, სარეკლამო და საკომუნიკაციო მონიტორების მონტაჟს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება რეგიონში გაფართოებას, საწყის ეტაპზე, პირველ რეგიონს, ბათუმს მოიაზრებს, რომელთანაც მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. თუმცა საბოლოო ჯამში, კომპანია საქართველოს მასშტაბის სრულად ათვისებას გეგმავს.

„ამ ეტაპზე, თბილისის ბაზარს მაღალსართულიანი კორპუსების ლიფტებში საინფორმაციო, სარეკლამო და საკომუნიკაციო მონიტორებს ვამონტაჟებთ. მონიტორის ეკრანი არის დაჯავშნილი და კარკასი არის სქელი მეტალით დამზადებული, რათა ვანდალიზმის მიმართ მეტ-ნაკლებად მდგრადი იყოს. მონიტორში განთავსდება ნებისმიერი სახის ინფორმაცია როგორც ფოტო და ვიდეო, ასევე ანიმაცია და სხვადასხვა ტიპის გამოსახულებები. ნებისმიერი სირთულის ციფრულ ორდერს მონიტორი აღიქვამს, ამუშავებს და აკეთებს.

გაციფრულებასთან ერთად, ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ამ მოკლე პერიოდში, ჯამში 10-ზე მეტი პროექტი გავაკეთეთ და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.

რაც შეეხება ჩვენს სამიზნე კომპანიებს, ისინი ორ ჯგუფად იყოფიან. კერძოდ, ერთის მხრივ არიან კომპანიები, რომლებსაც ერთი, კონკრეტული უბნის ციფრული მონიტორებით აღჭურვა სურთ. ანუ, უკვე ექსპლუატაციაში შესული შენობების თავმჯდომარეებთან, რომლებთანაც იჯარის ხელშეკრულებას ვდებთ და ამ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უშუალოდ ის კორპუსი იღებს სარგებელს, რომელსაც თავისი სურვილისამებრ მოიხმარს. ასევე, არიან კომპანიები რომლებიც უფრო ფართო მასშტაბებზე მუშაობენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ კორპუსების მენეჯმენტ კომპანიებთან ესენი არიან Tbilisi Group და Bene comfort-თან.

წელს, ბათუმში ვგეგმავთ გაფართოებას. ეს იქნება პირველი რეგიონი თბილისის შემდეგ. ამ ეტაპზე, უკვე რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია. ჩვენ ვესაუბრებით როგორც დეველოპერ, ასევე უკვე ჩაბარებული კორპუსების თავმჯდომარეებთან. ამის შემდეგ კი, სადაც ურბანული განაშენიანება მოგვცემს შესაძლებლობას, მთელი საქართველოს მასშტაბის ათვისებას ვგეგმავთ“,- აცხადებს გუბელაძე.

მისივე ცნობით, პროდუქციის ღირებულება დამოკიდებულია შეკვეთის რაოდენობაზე და ასევე იმაზე, თუ რისი რეკლამა სურს მომხმარებელს.

გუბელაძე აღნიშნავს, რომ მათი პროდუქცია სრულად იმპორტირებულია. ისინი ჩინეთში, 20 წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობენ. ამ დროისათვის, კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაფართოებასთან ერთად კადრების დამატებაცაა დაგეგმილი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები