მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცესკომ ელექტრონული მოწყობილობების ცეცხლსასროლი იარაღით დაცვის მომსახურებისთვის ორი გამარტივებული ტენდერი გამოაცხადა

ცესკო

ცეცხლსასროლი იარაღით საარჩევნო ელექტრონული მოწყობილობებისა და საარჩევნო ინვენტარის შესანახად განკუთვნილი ცესკოს სასაწყობო შენობის დაცვის მომსახურების შესყიდვის 2 გამარტივებული ტენდერი 8 ოქტომბერს გამოაცხადა.

პირველი შესყიდვის ღირებულება 26 475 ლარია. მეორე შემთხვევაში კი, 19 950 ლარი.

ორივე შემთხვევაში დაცვის დრო 16 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლითაა მითითებული.

საარჩევნო კომისია დოკუმენტაციაში განმარტავს: შესყიდვის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ არ განხორციელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარისა და ელექტრონული არჩევნებისთვის გათვალისწინებული ძვირად ღირებული მოწყობილობების დაზიანება, ქურდობა, ყაჩაღობა, განზრახ განადგურება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა 23 ოქტომბერს დაამტკიცა. დადგენილებაში წერია, რომ ორგანული კანონის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის მოხდა ნუსხის განსაზღვრა. შენობების ნუსხაშია ცენტრალური საარჩევნო კომისია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები