8 საათიანი განხილვის შემდეგ, ცესკომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” სარჩელები არ დააკმაყოფილა.
საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე მსჯელობდა. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა," "ძლიერი საქართველო" და საია 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვდნენ.
შეგახსენებთ, სხდომა დღეს დილიდან ხმაურის და ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა სხდომიდან გააძევა.