მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 31 სუბიექტს გადაეცა - 13 სუბიექტს 25 წლით

წიაღისეული

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 31 სუბიექტს გადაეცა, 2 სუბიექტს კი გაუუქმდა.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლიცენზიები გაიცა: მიწისქვეშა მტკნარი წყლის, მანგანუმის, ტეშენიტის და ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე.

მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზია კი, ორ სუბიექტს გაუუქმდა: შპს „შატო ნიკუშას“ და ი/მ „მურად ნიაზოვს".

BM.GE გთავაზობთ, კომპანიების ჩამონათვალს, რომლებმაც ლიცენზია მიიღეს:

  1. შპს „ESS“ - ლიცენზია 25 წლით გაიცა მცხეთის მუნიციპალიტეტში, წილკნის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 825 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  2. შპს „ეინშენთ ველი“ - ლიცენზია 25 წლით გაიცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თოხლიაურის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 5 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე.
  3. კოოპერატივი „თიანეთის ნობათი“ - ლიცენზია 25 წლით გაიცა თიანეთის მუნიციპალიტეტში, დაბა თიანეთის ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 095 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  4. ი/მ ვლადიმერ ღლონტი - ლიცენზია 25 წლით გაიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მელექედურის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 5 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  5. ი/მ ქარამ მახმუდოვი - ლიცენზია 25 წლით გაიცა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 5 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  6. ი/მ დავითი სარალიძე - ლიცენზია 25 წლით გაიცა ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  7. ი/მ გიორგი კაკაბაძე - ლიცენზია 25 წლით გაიცა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 4 900 მ​3-ის ოდენობით;
  8. ი/მ ალექსეი ბოგუნოვი - ლიცენზია 25 წლით გაიცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომა 2-ის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  9. ი/მ გიორგი შამუგია - ლიცენზია 25 წლით გაიცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცაიშში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  10. ფ/პ თეა ნოზაძე - ლიცენზია 25 წლით გაიცა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ოსიაურში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 500 მ​3-ის ოდენობით მპოვებაზე;
  11. ი/მ ივანე არჩუაძე - ლიცენზია 25 წლით გაიცა გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 4 745 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  12. ი/მ ირაკლი ტყებუჩავა - ლიცენზია 25 წლით გაიცა სენაკის მუნიციპალიტეტში, ზანას ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 1 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  13. ი/მ ირაკლი ჯიჯელავა - ლიცენზია 25 წლით გაიცა ხობის მუნიციპალიტეტში, ქვემო ქვალონის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 2 000 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე.

  • შპს "ეშ ფაქტორი" - ლიცენზია 2031 წლის 30 დეკემბრამდე გაიცა ქუთაისში, ლითოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე 57975 მ³ სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავების (ტექნოგენური) ნარჩენის მოპოვებაზე;
  • შპს „ახალი ცემენტი“ - ლიცენზია 2031 წლის 30 დეკემბრამდე გაიცა ქუთაისში, ლითოფონის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებაზე (ტექნოგენური) და ნარჩენის მოპოვებაზე. რაოდენობა კი განისაზღვრა 173925 მ³-ის ოდენობით;
  • შპს „გლობალ ინვესტი 2022“ - ლიცენზია 5 წლის ვადით გაიცა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ენისელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 10 000 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „გლობალ ინვესტი 2022“ - ლიცენზია ასევე 5 წლის ვადით გაიცა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ენისელის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 10 000 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე; ანუ კომპანიამ ერთ ლოკაციაზე ორი ლიცენზია მიიღო;
  • ფ/პ დავით ჩხაპელია - ლიცენზია 2039 წლის 20 დეკემბრამდე გაიცა ზუგდიდის ტერიტორიაზე, შ. ხუბულავას ქ. №21-ში, წელიწადში 730 მ³ მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებაზე;
  • შპს „საქმილსადენმშენი“ - ლიცენზია 2 წლის ვადით გაიცა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ჭინჭარაულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. ყვირილას ქვიშა-ხრეშის 137 700 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „ახალი ქარხანა” - ლიცენზია 5 წლის ვადით გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. სუფსას ქვიშა-ხრეშის 190 425 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „ასტექი“ - ლიცენზია 1 წლის ვადით გაიცა თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. წყალწითელას ქვიშა-ხრეშის 67 420 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „ტრაუმბერგი“ - ლიცენზია 2029 წლის 23 აპრილამდე გაიცა მარნეულის მუნიციპალიტეტში, თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე,მდ. ხრამის (უბანი თამარისი) ქვიშა-ხრეშის 174 660 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • ფ/პ ჯიმშერ ლომიძე - ლიცენზია 20 წლის ვადით გაიცა ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის წელიწადში 5 000 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „ფელიქს +“- ლიცენზია 1 წლით გაიცა რუსთავის ტერიტორიაზე, „იაღლუჯის“ ქვიშა-ხრეშის 14 020 მ​3-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს "შარა-გზამშენი პირველი - ლიცენზია 2026 წლის 14 ოქტომბრამდე გაიცა ტყიბულში, ძუყნურის მიმდებარე ტერიტორიაზე, "ძუყნურის" ტეშენიტის 40310,19 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „შარა-გზამშენი პირველი - ლიცენზია 2031 წლის 31 დეკემბრამდე გაიცა ტყიბულში, სოფ. ოხომირას (სოფ. ორპირი) მიმდებარე ტერიტორიაზე, „ოხომირას“ ტეშენიტის 194 700 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „დეკორატიული ფილები“ - ლიცენზია 5 წლით ვადით გაიცა კასპის მუნიციპალიტეტში, სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მიწისქვეშა მტკნარი წყლის 4 500 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „ევრობლოკი“ - ლიცენზია 4 წლით გაიცა გორის მუნიციპალიტეტში, კარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. დიდი ლიახვის ქვიშა-ხრეშის 57 090 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე;
  • შპს „სამშენებლო ჯგუფი ვიქტორია" - ლიცენზია 5 წლის ვადით გაიცა კასპის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. მტკვარზე, „კავთისხევის“ ქვიშა-ხრეშის 320 მ³-ის ოდენობით მოპოვებაზე.

ორ კომპანიაზე, რომლებზეც მანგანუმის მოპოვების ლიცენზია გაიცა ლიცენზიის ძალაში შესვლიდან არაუმეტეს 6 წლის ვადაში თან სდევს ვალდებულება სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შეისწავლონ და გამოიკვლიონ. ეს კომპანიებია:

  • შპს „ტექნოლოჯი 2021“;
  • შპს „მნ ნორთი.

ყველა ლიცენზია, რომელიც სააგენტომ გასცა, პირველადია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები