მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წინასწარ გამოვავლინოთ ოპოზიციის მხარდამჭერები - აფხაზი ექსპერტი თბილისის არჩევნებზე

აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში ექსპერტების ნაწილი რუსეთის განცხადებას, რომ აშშ-ის საქართველოში მთავრობის შეცვლა და რევოლუცია სურს, გამოეხმაურა. ექსპერტი ბათალ პაპბა აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ენგურზე პროვოკაციები მოხდეს.

"იმ შემთხვევაში თუ აშშ ამ წლის ოქტომბერში საქართველოში მთავრობის შეცვლას შეეცდება, წინასაარჩევნოდ "დამოუკიდებლობის მაიდანის" ორგანიზებით, აფხაზეთის საზღვარზე "ენგური", შესაძლოა, პროვოკაციები დაიწყოს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი მხარს სააკაშვილს და ოპოზიციას უჭერს, ამიტომ მას მიაჩნია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები და თბილისში აქციაზე წამსვლელები "ქვეყანამ" წინასწარ უნდა გამოავლინოს.

"გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის უმრავლესობა, მიშიკო სააკაშვილის და ქართული ოპოზიციის მომხრეა. ისინი, შესაძლოა, აშშ-ის გეგმებში ჩაერთონ და "საკრალური მსხვერპლი" გახდნენ. ამაზე მზადება წინასწარ უნდა დავიწყოთ, რათა არათუ რამდენიმე დღით საზღვარი ჩაიკეტოს, არამედ წინასწარ გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობას აპირებენ", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები