მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხოველების თავშესაფარი; იპოდრომი და პარკი - ჩაქვში მულტიფუნქციურ კომპლექსზე 33-მილიონიანი ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

ექოპევოევ

ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ირკვევა. პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში ახალი იპოდრომი, ცხოველების თავშესაფარი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.

პროექტი ბათუმისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის პარალელურ მიწის ნაკვეთზე აშენდება.

ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ არის გამოცხადებული და კომპანიებს მასში წინადადებების წარდგენა 4 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

ანალოგიური ტენდერი სექტემბერშიც გამოცხადდა, თუმცა ის არ შედგა, რადგანაც საკუთარი წინადადება არცერთმა კომპანიამ არ დააფიქსირა.

“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 000 000,00 (ორმოცი მილიონი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.

იპოდრომი, ცხოველების თავშესაფარი და პარკი - ჩაქვში მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობაზე ₾33 მლნ დაიხარჯება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები