მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლევანდელი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტებისთვის ₾22 მილიონით მეტი გამოიყოფა - განკარგულება

ბიუჯეტი

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების ფინანსური დახმარებისთვის გამოსაყოფი თანხა თითქმის 22 მილიონი ლარით იზრდება.

მთავრობის 17 ივლისის განკარგულებით, შესაბამისი ცვლილება შევიდა 21 თებერვლის განკარგულებაში, რომელიც მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსური დახმარების მიზნით არაუმეტეს 24 650 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, ახლა ეს თანხა უკვე 46 434 400 ლარს შეადგენს.

ყველაზე მეტი თანხა [9.2 მლნ ლარამდე] ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვისაა გათვალისწინებული.

უფრო დეტალურად, მუნიციპალიტეტების მიხედვით დაფინანსება ასე განაწილდება:

  • ჭიათურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾9 150 000;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾2 500 000;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾2 900 000;
  • ვანის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾2 500 000;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾2 500 000;
  • აბაშის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾2 200 000;
  • ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 800 000;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 800 000;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾2 500 000;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 400 000;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 500 000;
  • მესტიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 100 000;
  • სენაკის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾1 000 000;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 500 000;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾1 400 000;
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾1 400 000;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 200 000;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 300 000;
  • ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾700 000;
  • ყვარლის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾600 000;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 200 000;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾500 000;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾500 000;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾350 000;
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 000 000;
  • ზესტაფონის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს ₾500 000;
  • ხულოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს ₾1 434 400.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები