მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წლის IPO წარმატებით შედგა: Cerebras-ის შეფასება 70%-ით გაიზარდა

cerebras

ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Cerebras-მა საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება წარმატებით განახორციელა. IPO-ს სავაჭრო სესიის დასრულებისას კომპანიის ფასი თითქმის 70%-ით, $95 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ინვესტორების მხრიდან Nvidia-ს პოტენციური მეტოქის მიმართ არსებულ მაღალ ინტერესზე მიუთითებს.

როგორც ირკვევა, Cerebras-ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი OpenAI-სთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი პარტნიორობაა. აღსანიშნავია, რომ OpenAI კომპანიის აქციონერიც არის, რაც ბაზარზე Cerebras-ის პოზიციებს კიდევ უფრო მეტად ამყარებს.

ამასთან, დარგის ექსპერტები და ინვესტორები კომპანიის სამომავლო პერსპექტივებს ფრთხილი ოპტიმიზმით აფასებენ. ანალიტიკოსების შეფასებით, Cerebras-ის მთავარი გამოწვევა წარმოების მასშტაბირება და პროდუქციის დროული მიწოდება იქნება. მათი განმარტებით, კომპანიამ უნდა დაამტკიცოს, რომ ოპერაციულ დონეზე Nvidia-ს მსგავსი მომსახურების გაწევა შეუძლია.

რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, სავაჭრო სესიის გახსნის შემდეგ Cerebras-ის აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. აქციების ღირებულება 70%-ით არის მომატებული, რაც IPO-ს ფარგლებში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები