მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცნობები დაშინების სატელეფონო ზარებისა და "ხალხის მტრების" სიების შედგენაზე შემაშფოთებელია - ესტონეთის საგარეო მინისტრი

მარგუს ცაჰაკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში ბოლო 24 საათში განვითარებულ მოვლენებს Twitter-ით გამოეხმაურა. ცაჰკნა აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობები დაშინების სატელეფონო ზარებსა და მმართველი პარტიის მიერ "ხალხის მტრების" სიების შედგენაზე შეშფოთებას იწვევს.

"ცნობები დასაშინებელი სატელეფონო ზარების, "ხალხის მტრების" სიების შექმნის ინიციატივის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელი და შემაწუხებელია. გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს" - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.

“ქართული ოცნება“ ძალადობასა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართული პირების ბაზას ქმნის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის.

კითხვაზე, რა მიზნობრიობით გადაწყდა ბაზის შექმნა, პაპუაშვილი განმარტავს, რომ მიმდინარეობს ძალადობა, შანტაჟი და მუქარა საზოგადოებისთვის ცნობილ წევრებზე, მათ შორის სპორტსმენებზე, ასევე ემუქრებოდნენ მოქალაქეებს, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები