მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა" - კობახიძე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონზე

პრემიერი

ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებისას ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.

საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მის მოადგილეებს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება არ ექნებათ. საქმე ის არის, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში "ქართული ოცნების" მიერ დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებების შედეგად, პირველი და მეორე რანგის მოხელეები ანუ დეპარტამენტის ხელმძღვანელები და მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმდებიან საჯარო სექტორში. კანონის თანახმად კი, პირი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში, როგორც წესი, უკონკურსოდ მიიღება და ასევე, საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, არ აქვს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება.

კობახიძის თქმით, ეს ტყუილია და კანონმდებლობაში მსგავსი ცვლილება არ შესულა.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში აქვთ წაკითხულის თუ მოსმენილის გააზრების პრობლემა. ისინი ან ვერ, ან არ იაზრებენ ხოლმე წაკითხულს. ამ შემთხვევაში ეს არის სრული ე.წ. ფეიქი, სრული ტყუილი, არავითარი მსგავსი ცვლილება საერთოდ არ შესულა ჩვენს კანონმდებლობაში, ცრუ აჟიოტაჟი შეიქმნა ყოველგვარი საბაბის გარეშე“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები