Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ვირტუალური რეალობის, იგივე მეტავერსის დეპარტამენტის ბიუჯეტს 30%-ით ამცირებს და სამუშაო ძალის შემცირებას აანონსებს.
როგორც ცნობილია, Reality Labs-ში შეწყდება რამდენიმე პროექტზე მუშაობა და კომპანიის რესურსები გაცილებით სარგებლიან მიმართულებაზე – ხელოვნურ ინტელექტზე მიიმართება.
საერთო ჯამში, 2021 წლიდან, ანუ დაფუძნებიდან მოყოლებული, მეტავერსის დეპარტამენტს $70 მილიარდის ზარალი დაუგროვდა და ის კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი პროექტი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, Meta არ აპირებს VR/XR ტექნოლოგიაზე უარის თქმას და გაფართოებული რეალობის სათვალეების წარმოების მიმართულებით ინვესტიციებს ზრდის.
ცუკერბერგის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებმა განსაკუთრებით პოზიტიურად მიიღეს და მისი გასაჯაროების შემდეგ, Meta-ს აქციების შეფასება 4%-ით გაიზარდა.




























