მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალბადის საწვავზე გადასვლა ევროპასა და აშშ-ს $1 ტრილიონი დაუჯდებათ - Reuters

წყალბადის საწვავი

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დამატებით $1 ტრილიონის დახარჯვა მოუწევთ იმისათვის, რომ წყალბადის საწვავის ასათვისებლად საჭირო ინფრასტრუქტურა ააშენონ - ამის შესახებ Mitsubishi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.

წყალბადის საწვავზე სრულმასშტაბიანი ტრანზიციისთვის მოთხოვნის გაჩენაა საჭირო, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაში ინვესტიცია აუცილებელია. Mitsubishi-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ემანუელ კაკარასმა ენერგეტიკის გლობალურ კონფერენციაზე ინტერვიუში განმარტა, რომ ევროპისა და აშშ-ს მთავრობებს ამ ინვესტიციის გაღება თავად მოუწევთ. მისი თქმით, არსებული დანაკლისის შესავსებად $1 ტრილიონამდე დაფინანსება დასჭირდება.

ევროკავშირმა ამ მიზნის მისაღწევად $750 მილიარდიანი დაფინანსება თებერვალში დაამტკიცა დაამტკიცა. ამასთან ერთად, კაკარასის განმარტებით, აშშ-ის ინფლაციის შემცირების აქტი, რომელიც წყალბადის პროექტებსაც აფინანსებს, შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის რომ წიაღისეული საწვავიდან სუფთა საწვავზე გადასვლა რეალისტური მიზანი იყოს.

წყალბადის საწვავისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტები ევროპის მასშტაბით 2035 წლიდან დაიწყება. თუ ამავე პერიოდში აშშ-ში სათბურის აირების ემისიების შესამცირებლად ნახშირბადის შემნახავი საწყობებიც მოეწყობა, ენერგოტრანზიცია მიღწევადი შედეგი იქნება.

ამავე კონფერენციაზე Saudi Aramco-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ამინ ნასერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფოკუსში, არა ენერგიის სხვა წყაროებსა და ტექნოლოგიებზე გადასვლა, არამედ არსებული წყაროებიდან - ნავთობიდან და გაზიდან მიღებული ემისიების შემცირება უნდა იყოს. მისი თქმით, ნავთობი და ბუნებრივი აირი წყალბადის საწვავზე ხელმისაწვდომი და ხარჯეფექტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები