მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალი მარგებელი: "კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით"

ნაბეღლავი
10.12.24 11:09
223

საქართველოში სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანია "წყალი მარგებელი" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია "კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით".

კომპანია ემიჯნება საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში აქციებზე განხორციელებულ ძალადობას.

"სს "წყალი მარგებელი" უკვე 27-წლიან ისტორიას ითვლის და დაარსების დღიდან იყო ერთ-ერთი პიონერი ქართულ ეროვნულ ინდუსტრიაში დასავლური კულტურის დამკვიდრების კუთხით. დღეს ის წარმოადგენს ქართულ-ევროპული ერთობლივი ბიზნესის წარმატებულ ნიმუშს. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპასთან თანამშრომლობის შეჩერება თუნდაც ერთი დღით.

ვგმობთ ძალადობას ნებისმიერი იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისა და დასავლური ღირებულებების დამკვიდრებისთვის!

მტკიცედ ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგულნი!" - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები